ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ თანამდებობა დატოვა. როგორც ირკვევა, კრიმპოლის უფროსმა სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკი თავად დაწერა, მიზეზად ხობის პოლიციის უფროსად გადასვლის სურვილი დასახელდა, თუმცა ჯერჯერობით ეს ცვლილება ჯერ არ განხორციელებულა.
ირაკლი ფაცაცია ზუგდიდის სამმართველოს უფროსის თანამდებობას 8 წლის განმავლობაში იავებდა.