მთავარისიახლეებიყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი: 2004 წელს დაბადებული ი.გ., 2002 წელს დაბადებული რ.მ., 2004 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულსა და თბილისში მდებარე სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სხვადასხვა დროს მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48 845 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა ყალბი ოქროს ნაკეთობები ნივთმტკიცებად ამოიღეს და ოთხივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს”. – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...