მთავარისიახლეებისაზოგადოებამოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

Published on

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს – დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და შესაძლოა მალე საზოგადოებამ ახალი დაკავებულები იხილოს.

ეს არის გამოყოფილი, გამოძიებაში არსებული საქმე, სადაც ჯერჯერობით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში არცერთი პირი არ არის მიცემული. მიმდინარეობს მტკიცებულებების შეკრება. რა შედეგებს მოგვცემს ეს საგამოძიებო მოქმედებები, ამას მომავალში გავიგებთ, ვინაიდან ამოღებულია მობილურები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები, რომელშცი შესაძლოა, გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ინახებოდეს. (ჟურნალისტი – ანუ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქმეში ახალი დაკავებული შეიძლება ვნახოთ?) დიახ რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია. სწორედ ამ მიზნით მუშაობს გამოძიება, რომ აღმოაჩინოს ახალი დეტალები, მისცეს ამას შეფასება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – ამბობს პროკურორი.

დაკავებულების წინააღმდეგ კი საქმის არსბეითი განხილვა უკვე დაწყებულია – სასამართლომ დღეს პროკურატურის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო, თუმცა ადვოკატების არცერთი შუმადგოლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა იმდენად კანონიერი და დასბუთებული იყო, ვფიქრობ სასამართლოს უნდა გაეზიარებია, მაგრამ სასამართლომ არ გაიზიარა. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები (ბრალდებსი მხარის) იყო საქმეზე დამაგრებული უკანონოდ და დაუსაბუთებლად, შესაბამისად დაცვის მხარეს ჰქონდა რეაგირება. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საპროცესო მოქმედებები დარღვეული იყო”, – აცხადებს ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს – დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.

სიახლეები

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე...

მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებზე მსჯელობენ. როგორც "ავერსის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ფასების...

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...

დანაშაული აღიარა – პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს

პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო...