მთავარისიახლეებისაზოგადოებამედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

Published on

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებზე მსჯელობენ. როგორც “ავერსის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ფასების კომისიის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, პროცესში სხვადასხვა უწყების ჩართულობით საკოორდინაციო საბჭოს შექმნა განიხილება, რომლის მიზანიც წამლების ხელმისაწვდომობის გაზრდა იქნება.

შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, იმიტომ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ნამდვილად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მედიკამენტების ფასი რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის, ამას დაემატება სხვა სამინისტროებიც, ვინაიდან კავშირშია იგივე ადგილობრივი წარმოება სხვა სამინისტროებთან. ჩვენ წერილობით წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება, გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის.

წინა მინისტრმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, რეგისტრაცია წამლების საქართველოში არის უმკაცრესი მსოფლიოში, ამიტომ ბევრი წარმოების წამალი უახლოეს ხანებში, ვინაიდან შედის ეს დადგენილება ძალაში, აბევრი წამალი აღარ იქნება ქვეყანაში, რომელსაც აქვს შედარებით დაბალი ფასი და მოსახლეობას მოუწევს, მის მაგივრად ძვირადღირებული ანალოგის ყიდვა. ამაზე მივიღეთ მთავრობიდან, რომ მოხდება ამის განხილვა, – ამბობს პაატა კურტანიძე.

ფარმაცევტული კომპანიები ყურადღებას ამახვილებენ როგორც რეგულაციებზე, ისე ადგილობრივი წარმოების გაძლიერების აუცილებლობაზე.

მართალი გითხრათ, არ ვიცი, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება თუ არა. ანუ, რავიცი, ყველაფერში ჩავეტევით, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესია, რომ მსოახლეობამ მიიღოს იაფი მედიკამენტები. ჩემი აზრია, რომ ადგილობრივი წარმოების წილი უნდა გაიზარდოს და ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც უნდა დაეწიოს იმ ქვეყნებს, ვისაც ადგილობრივად სადაც აწარმოებენ მედიკამენტებს, შედარებით იაფი გამოსდით აქედან გამომდინარე, – ამბობს PSP ჯგუფის ჯანდაცვის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი.

ის რომ კონკრეტული სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომელიც კონკრეტული მიმართულებებით იმუშავებს, – “ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ილონა კოკიაშვილმაც დაადასტურა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ არის შესაძლებელი არსებული ფასების კიდევ უფრო გაიაფება.

კოკიაშვილის განცხადებით, ასევე საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რაც რეგულაციების ფასწარმოქმნის სისტემაში მოქმედებს. მისი განმარტებით, ფასწარმოქმნის სისტემაში არ მონაწილეობს მხოლოდ მომწოდებლის ფასი, არამედ მთელი ციკლია.

“ნებისმიერი რეგულაციის და სტანდარტის დანერგვა არის დამატებითი წნეხი ბიზნესისთვის. მან ეს რეგულაცია უნდა დაიცვას, შესაბამისად, ფინანსური ხარჯი უნდა გასწიოს. ეს რა თქმა უნდა კომპონენტია ფასწარმოქმნის სისტემაში. ამიტომ, ფასწარმოქმნა არის რეგიონზე, პოპულაციაზე და რეგულაციაზე დამოკიდებული”, – განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

მისივე თქმით, სტანდარტის დაცვით უნდა გამარტივდეს მედიკამენტის მიწოდება.

ფასების კომისიის რიგით მეოთხე სხდომაზე ირაკლი კობახიძე ფარმეცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

სიახლეები

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს - დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანის...

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...

დანაშაული აღიარა – პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს

პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო...