მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

Published on

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე დღეში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყრება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების შორის, ვინც 2030-ში გაფართოების ნაწილი გახდება, საქართველო ნახსენები არ არის. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ გაფართოების ტალღაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა და მოლდოვა მოხვდება.

რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე და იმ ქვეყნებმა, რომლებმაც უკვე გახსნეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკაბები, უნდა მიიღონ დამატებითი ფინანსური დახმარება.

კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაფართოება ორმხრივად მომგებიანია როგორც ამჟამინდელი, ასევე მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის. ხაზს უსვამს ევროკავშირის გაფართოების პროცესისადმი ერთგულების დემონსტრირების პოლიტიკურ აუცილებლობას. ამტკიცებს, რომ ევროკავშირის გაფართოება გააძლიერებს ევროპულ უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინისა და მოლდოვას მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია.

მიაჩნია, რომ გაწევრიანების წინა ფინანსურ დახმარებას, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინისა და მოლდოვას რესურსებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაფართოების ქვეყნები მიიღებენ სტრუქტურირებულ ფინანსურ მხარდაჭერას ინსტიტუციური და ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის; ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის ყველა ფინანსური დახმარება უნდა აკმაყოფილებდეს და ინარჩუნებდეს გაწევრიანებისწინა დახმარების პირობითობას, მათ შორის კანონის უზენაესობას, რათა დაცული იყოს ევროკავშირისა და ორივე მხარის მოქალაქეების ფინანსური ინტერესები, – ნათქვამია დოკუმენტში.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს - დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანის...

მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებზე მსჯელობენ. როგორც "ავერსის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ფასების...

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...

დანაშაული აღიარა – პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს

პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო...