მთავარისიახლეებისაზოგადოებასაგამოძიებო სამსახური - ილია ღუდუშაურმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება

საგამოძიებო სამსახური – ილია ღუდუშაურმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გუგა თავბერიძის განმარტებით, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ილია ღუდუშაურს სურდა სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭება, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე 2022 წლის 27 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერი სწორედ მისი დავალებით შეწყდა.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი, 8 525 876 ლარი შესთავაზა.

აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით. კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს“, – განაცხადა გუგა თავბერიძემ.

სიახლეები

თაკო გვილიას სიტყვა “ფარჩაკის” გამო 4000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

სამოქალაქო აქტივისტს, თაკო გვილიას სიტყვა "ფარჩაკის" გამო 4000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგიდიდს...

ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა - უკრაინის საგანგებო...

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი – კლერ ტუოდე

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაშია ნათქვამი. „დაინიშნოს მიხაილო...