მთავარისიახლეებისაზოგადოებაოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

Published on

რუსული ძალების მიერ ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა – უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებულებს შორის 5 ბავშვია.

ასევე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციები – ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

„წინასწარი შეფასებით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა სამი ადამიანი იმყოფებოდეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მობილიზებულია კინოლოგიური სამსახურები“, – აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

როგორც ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკო აცხადებს, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები, საბავშვო ბაღი, მაღაზია და სამშენებლო მოედანი.

სიახლეები

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება

დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება. ხალხი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...