ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დაკავებულია – ილია ღუდუშაური გუშინ საღამოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დააკავეს.
ინფორმაციას ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი ადასტურებს. რას ედავებიან ყოფილ მაღალჩინოსანს, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც უფლებადამცველი ამბობს, ამის შესახებ მას შემდეგ გახდდება ცნობილი, რაც ყოფილი მაღალჩინოსანს ბრალი წარდგენება და დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცემა.
დიმიტრი მჭედლიშვილი ილია ღუდუშაურთან წინასწარი დაკავების იზოლატორში დღეს უნდა შევიდეს.
ცნობისთვის, გუშინ დაკავებული ექს-მაღალჩინოსანის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური რამდენიმე თვის წინ დაააკავეს.
საბოლოოდ, თანხის გაფლანგვაში ბრალდებული მაღალჩინოსანი 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.
რაც შეეხება ილია ღუდუშაურს, ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილის მოადგილედ 2022 წლის 3 იანვარს დაინიშნა და ამ პოსტს 2024 წლის მარტამდე იკავებდა.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის სამინისტროში საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
ტვ პირველი