მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი - კლერ ტუოდე

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი – კლერ ტუოდე

Published on

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი, – ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კლერ ტუოდემ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

„გვსურს, შემდეგი რეკომენდაციები გავცეთ: უზრუნველყავით სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების. უზრუნველყავით მედია თავისუფლება და მედია პლურალიზმი. უზრუნველყავით გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და შეკრების უფლებების სრული პატივისცემა“, – განაცხადა ტუოდემ.

მისი თქმით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს „უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებადამცველებისა და ჟურნალისტებისთვის“.

„გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი და უზრუნველყავით სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა. იბრძოლეთ ძალადობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, მათ შორის გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე არსებული ძალადობის, უზრუნველყავით ლგბტ+ პირების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა“, – აღნიშნა საფრანგეთის წარმომადგენელმა.

სიახლეები

ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა - უკრაინის საგანგებო...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაშია ნათქვამი. „დაინიშნოს მიხაილო...

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დაკავებულია - ილია ღუდუშაური გუშინ საღამოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში...

აშშ-ში ზამთრის შტორმის გამო დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

შეერთებულ შტატებში მასშტაბური დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის გამო დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ...