მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ-ში ზამთრის შტორმის გამო დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

აშშ-ში ზამთრის შტორმის გამო დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

Published on

შეერთებულ შტატებში მასშტაბური დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის გამო დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

ზამთრის შტორმის გამო აღმოსავლეთ შეერთებული შტატების დიდი ნაწილი პარალიზებულია. გამოცემა წერს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთით ნიუ-იორკიდან და მასაჩუსეტსიდან სამხრეთით ტეხასამდე და ჩრდილოეთ კაროლინამდე გზები ყინულით და ზოგან 30 სანტიმეტრზე მეტი თოვლის საფარითაა დაფარული.

25 შტატის გუბერნატორმა ამინდის გაუარესების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
შტორმმა საჰაერო მოძრაობა შეაფერხა, კვირას აშშ-ში 12 500-ზე მეტი რეისი გაუქმდა, ხოლო ორშაბათს 3 900.

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის შონ დაფის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ აეროპორტები ოთხშაბათისთვის “ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდება”.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...