მთავარისიახლეებისაზოგადოებამამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს

Published on

მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. სასულიერო პირი აცხადებს, რომ მის მიმართ გადაწყვეტილებები დაჩქარებულად და მრევლის პოზიციის უგულებელყოფით მიიღეს, მაშინ, როცა სხვა, მძიმე ბრალდებების შემცველ შემთხვევებზე რეაგირება გადავადებულია ან საერთოდ არ ხდება.

მამა ილია გამოვიდა საპატრიარქოდან და თქვა, რომ ჯაღმაიძე ხელით შემეხოო და მე უკან არ მიმაქვს ჩემი სიტყვა, რომ მეუფე შიო არისო ეგზარქოსი. ჰაერში შეკრიბეს კომისია. იმ წამსვე. მამაო რომ არ დაუბარებიათ, ისე განაყენეს. დღეს გაიგებდით ალბათ, იყო ინფორმაცია ერთ-ერთ სასულიერო პირზე, რომ საშინელი უზნეობა… და განცხადება იყო საპატრიარქოდან, რომ ჯერო მრევლს არ მოუმართავს ჩვენთვისო. ჩემს დასჯას რომ აპირებდნენ, ბოტკოველი რეკავდა ყველასთან, ვინც ჩემთან მსახურობდა, ვისაც ჩემთან შეხება ჰქონდა და ხომ არ გავიწროვებდათო, იკვლევდა. არავის მიუმართავს, პირიქით, მრევლმა მიმართა, ათასობით ხელმოწერა იყო, რომ არ გაეკეთებინათ ის, რასაც აკეთებდნენ ჩემთან მიმართებაში. მრევლი არ გაითვალისწინეს და ახლა მრევლს ელოდებიან, – თქვა დოროთე ყურაშვილმა.

„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელს სტიქაროსნები სექსუალურ შევიწროებასა და არასრულწლოვანებთან მიმართებაში არასათანადო ქმედებებში ადანაშაულებენ.

საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს, რომ ზნეობრივ კომისიას თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მომხდარი სავარაუდო უმძიმესი დანაშაულის შესახებ უკვე ეცნობა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირის მხრიდან გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით მრევლს საპატრიარქოსთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. შესაბამისად, უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის შემდგომი განხილვისთვის შესაბამის ოფიციალურ წერილს ელოდებიან.

სიახლეები

სუს-თან გარდაცვლილი პირი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელია

პროკურატურა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაპოვნი ცხედარი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლს ეკუთვნის. უწყების ცნობით,...

სუს-თან ავტომობილში ცხედარი იპოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ოპერატიულ ავტომობილში ცხედარი იპოვეს. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გავრცელებულ ფოტოში...

ზურაბ ჯაფარიძე – პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის

პარტიებს შორის კონსულტაციები არის, სადაც მე პირადად არ ვარ ჩართული, მაგრამ პროცესი დაძრული იყო,...

გივი თარგამაძემ საპატიმრო დღეს დილით დატოვა

ამ ბრძოლაში ჩემს თავს ნებისმიერ ადგილას ვხედავ, სადაც საჭირო ვიქნები - საფრთხეების გამო არ...