მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხსნის, რას სთხოვს EU “ოცნებას“

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხსნის, რას სთხოვს EU “ოცნებას“

Published on

კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ, დეტალურად ისაუბრა იმ პირობებზე, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა.

როგორც მარილენა რაუნამ ევროსკოპისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, “ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა“.

მისივე თქმით, გაფართოება კვიპროსის თავმჯდომარეობის მთავარი პრიორიტეტია.

გაფართოება კვიპროსის თავმჯდომარეობის მთავარი პრიორიტეტია. ახლა არის იმპულსი გაფართოებისთვის, რომელიც ევროკავშირის სახელით უნდა განვახორციელოთ და ევროკავშირი ამას გააკეთებს, როცა პარტნიორებისგანაც იქნება მზადყოფნა. კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა არის აუცილებელი პრე-რეკვიზიტი ჩვენი პარტნიორებისთვის, რათა ჰქონდეთ პროგრესი გაფართოების დღის წესრიგში. სწორედ ამას ველოდებით საქართველოს შემთხვევაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა,- განაცხადა მარილენა რაუნამ.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...