მთავარისიახლეებისაზოგადოება„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

Published on

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული ე.წ. რეფორმები აკადემიურ თავისუფლებას, განათლების ხარისხსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს აზიანებს.

ბრიფინგი განათლების სფეროს წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გამართეს, სადაც მათ გააკრიტიკეს უნივერსიტეტებზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერება, აკადემიური სივრცის ცენტრალიზაცია და სწავლების საფეხურების შემცირების გეგმები.

განათლების სფეროს წარმომადგენლებმა საზოგადოებას მოუწოდეს, 24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, შეუერთდნენ ფილარმონიიდან პარლამენტამდე დაგეგმილ „განათლების მარშს“, რომელიც მათი განცხადებით განათლების სისტემის პოლიტიზაციის, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის დასაცავად გაიმართება.

საქართველოს სჭირდება განათლებული, თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეები. განათლება არის არა მხოლოდ პირადი განვითარების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის საფუძველი.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედავთ პროცესებს, რომლებიც პირდაპირ უქმნის საფრთხეს განათლების სისტემას. ხელისუფლების მიერ ინიცირებული ე.წ „რეფორმები“ არ ემსახურება ხარისხის გაუმჯობესებას — ისინი ემსახურება კონტროლს, ცენტრალიზაციას და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას სკოლებზე, უნივერსიტეტებზე და ზოგადად აკედემიურ სივრცეზე.

ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ:

• უნივერსიტეტები არ უნდა ექვემდებარებოდეს პარტიულ კონტროლს;
• უნივერსიტეტების შენობების გაყიდვა არ არის რეფორმა — ეს არის განათლების ინფრასტრუქტურისა და აკადემიური დამოუკიდებლობის დასუსტება;
• პროფესორებისა და სტუდენტების შევიწროება დაუშვებელია.
ჩვენ ვერ დავუშვებთ:
• უნივერსიტეტების დამორჩილებას
• აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას
• პროფესორებისა და სტუდენტების დაშინებას
• ჩვენი ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევას
განსაკუთრებით საგანგაშოა გეგმები, რომლებიც ითვალისწინებს: ბაკალავრიატის შემცირებას 3 წლამდე; მაგისტრატურის — 1 წლამდე; სასკოლო განათლების — 11 წლამდე. ეს ნაბიჯები ქართული განათლების სისტემას მნიშვნელოვნად აშორებს ევროპულ და ამერიკულ საგანმანათლებლო სივრცეს, ამცირებს ხარისხს და აზიანებს საერთაშორისო აღიარებას.

ამასთან ერთად, გვესმის დაპირებები სტუდენტების რაოდენობის შემცირებაზე, უნივერსიტეტებზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერებაზე, პროფესორებისა და ლექტორების რაოდენობის მკვეთრ შემცირებაზე. ეს ნიშნავს ნეპოტიზმისა და კორუფციის დაბრუნების რეალურ საფრთხეს განათლების სისტემაში.

ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ უნივერსიტეტებისთვის, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას განათლებაზე, ვიცავთ აკადემიურ თავისუფლებას და ვიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს.

ამიტომ, გამოდი მარშზე, შაბათს, 24 იანვარს, 19 საათზე, რომელიც ტრადიციულად გაიმართება ფილარმონიიდან პარლამენტამდე. ერთად დავიცვათ განათლება, უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა და ღირსეული მომავალი საქართველოსთვის.

24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, 19:00 საათზე, განათლების მარში „დაიცავი განათლება“ გაიმართება.
მარშის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაიძვრებიან.

ორგანიზატორთა განცხადებით, მარში არის პასუხი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ე.წ. რეფორმაზე, რომელიც გაუმჯობესების ნაცვლად განათლების სისტემაში ნეპოტიზმისა და კორუფციის დაბრუნების, ხარისხის გაუარესების, უთანასწორობის ზრდისა და პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების საფრთხეს ქმნის.

სიახლეები

სამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად,...

ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ადვოკატი მარიმა ჩხეიძე იუწყება. ინფორმაცია...

დავით ჯინჭრაძის თქმით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

აქტივისტი, თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე...

სტრასბურგმა აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ საქმეზე - "გიორგი მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება...