ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.
მეუფე იაკობმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ დიდი შერგება ეკლესიის შუამავლობით უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეკლესიასთან ერთად უნდა დაუძახოს ოპოზიციასაც და აქციებში მონაწილე საზოგადოებასაც.
“შეუცვლელი არავინ არ არის” – თქვა ქადაგების დროს, ამბიონიდან მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით
Published on