მთავარისიახლეებიg7-მზად ვართ, დავაწესოთ დამატებითი ზომები, თუ ირანი განაგრძობს პროტესტის ჩახშობას

g7-მზად ვართ, დავაწესოთ დამატებითი ზომები, თუ ირანი განაგრძობს პროტესტის ჩახშობას

Published on

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში მინისტრები აღნიშნავენ, რომ შეშფოთებული არიან დემონსტრაციების ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და მკაცრად ეწინააღმდეგებიან ირანის რეჟიმის მხრიდან სასტიკი რეპრესიების გაძლიერებას.

“ღრმად შეშფოთებულები ვართ გარდაცვლილთა და დაშავებულთა მაღალი რაოდენობით. ვგმობთ ძალადობის გამიზნულად გამოყენებას და მომიტინგეების მკვლელობას, ასევე, დაკავებებს და უსაფრთხოების ძალების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ დაშინების ტაქტიკას”. – წერია განცხადებაში.

G7-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდეს თავი შეიკავოს ძალადობისგან და პატივი სცეს ირანის მოქალაქეთა უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

“G7-ის წევრები მზად არიან, დააწესონ დამატებითი შემზღუდავი ზომები, თუ ირანი განაგრძობს პროტესტისა და განსხვავებული აზრის ჩახშობას ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით”. – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

აშშ 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საემიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საემიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს. გამოცემა Fox News...

გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა ჩერდება – ტრამპი

გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა ჩერდება - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ...

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...