შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე გააძევეს.
“მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ტაილანდის, თურქმენეთის, გერმანიის, პაკისტანის, ეგვიპტის, ისრაელისა და ლიბანის – ჯამში 27 მოქალაქე”. – წერს შსს.
განცხადების თანახმად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.