მთავარისიახლეებიტრამპის თქმით, აშშ ირანში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ მტკიცე ვარიანტებს განიხილავს

ტრამპის თქმით, აშშ ირანში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ მტკიცე ვარიანტებს განიხილავს

Published on

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანის რეჟიმი, “როგორც ჩანს,” წითელი ხაზების გადაკვეთას იწყებს და აღნიშნა, რომ ირანის წარმომადგენლებს მოსალაპარაკებლად შეხვედრა სურთ, თუმცა, მისი თქმით, შეხვედრამდე აშშ-ს შესაძლოა, ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევაზე რეჟიმის მიმართ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მოუწიოს.

“როგორც ჩანს, დახოცილნი არიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყვნენ დახოცილნი. ისინი [ხამენეის რეჟიმი] ძალადობრივი ლიდერები არიან. თუ მათ ლიდერებს დაარქმევ. არ ვიცი, ლიდერები არიან თუ არა ისინი, თუ უბრალოდ ძალადობის მეშვეობით მართავენ, მაგრამ ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით, არმიაც სერიოზულად აკვირდება და ძალიან მტკიცე ვარიანტებს განვიხილავთ… ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ.” – თქვა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ირანულმა მხარემ მას წინა დღეს დაურეკა და მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვა და ახლა შეხვედრის გამართვაზე სამზადისი მიმდინარეობს. თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა დაამატა, რომ ირანში აქციების სასტიკი დარბევის გამო შესაძლოა, აშშ-მ შეხვედრამდე საპასუხო ნაბიჯები გადადგას.

“ირანს მოლაპარაკება სურს. ჩვენ შეიძლება, მათ შევხვდეთ. შეხვედრა მზადდება, მაგრამ ჩვენ შესაძლოა, მოქმედება მოგვიწიოს იმის გამო, რაც ხდება.” – განმარტა ტრამპმა.

სიახლეები

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება

დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება. ხალხი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...