მთავარისიახლეებიმსოფლიოღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია - გრემი

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

Published on

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება და “დახმარება გზაშია”. მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანელი ხალხის სიმამაცე შენიშნა და ესმის, რომ ირანი ვერასდროს იქნება დიდებული, სანამ სათავეში ხამენეის რეჟიმი უდგას. 

ამის შესახებ გრემი X-ზე წერს.

“თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება. თქვენი სიმამაცე და მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თქვენი ჩაგვრა დაასრულოთ, შენიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა და ყველამ, ვისაც თავისუფლება უყვარს.

როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, “კვლავ გავხადოთ ირანი დიდებული”, ეს ნიშნავს, რომ ირანში დემონსტრანტებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ. ეს დღემდე ყველაზე ნათელი გზავნილი არის იმისა, რომ მას, პრეზიდენტ ტრამპს, ესმის, რომ ირანი ვერასდროს იქნება დიდებული, სანამ სათავეში აიათოლა და მისი მომხრეები არიან.

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს. დახმარება გზაშია”. – წერს გრემი.

სიახლეები

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...