მთავარისიახლეებიპოლიტიკამედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

Published on

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი დახვდათ.

ელისო კილაძე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე შენობის მფლობელს, ბიზნესმენ ბენ ანორს ადანაშაულებს:

“4 წელზე მეტია მედია ჰოლდინგი “ქრონიკა+” და საინფორმაციო სააგენტო cnews ამ შენობაშია. ეს მოხდა ამ შენობის დამფუძნებლების თანხმობით, მათ შორის ბენ ანორის. პირდაპირ გეუბნებით, რომ ბენ ანორი გრიგოლ ლილუაშილის მართული პირი იყო. მთელი დღე, დილიდან პარალიზებულები ვართ. პარალელურად, საიტიც გათიშა. რაღაც გაუგებარი წარწერაა “cnews”-ის საიტზე – გადაუხდელობის გამოო.

რამდენიმე შემოთვლა ჰქონდა ბენ ანორს, მათ შორის მთავაზობდა ფულს, 30 000 დოლარს, რომ ეს ფართი დამეცალა. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. თავის დროზე მთავაზობდა დაეფინანსებინა საინფორმაციო სააგენტო და უარი ვუთხარი, რადგან ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებლები. 

ეს არ იყო მისი ფართი, ეს მისი ფართი გახდა ახლა, როცა საპროცესო შეთანხმებით მიიღო ეს შენობა. თუ ჩვენ დღის ბოლომდე არ მოგვეცემა საშუალება, რომ შევიდეთ ჩვენს ოფისში და გაგრძელდეს შემდეგ სამოქალაქო დავა, ამას არავინ გაურბის, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ბენ ანორი არის ხელისუფლებსი ხელში მარიონეტი, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ელისო კილაძემ ჟურნალისტებთან გუშინ. სიტუაცია არც დღეის მდგომარეობით შეცვლილა.

სიახლეები

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა

საქართველო ბორტს მიღმა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა. ანტონიო...