მთავარისიახლეებიპაპუაშვილი- უკრაინა და მოლდოვა წინ არიან ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში

პაპუაშვილი- უკრაინა და მოლდოვა წინ არიან ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში

Published on

ზოგადად, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის და ბრიუსელის ინსტიტუტების ანტიქართულ რიტორიკას, რაც ძალიან სამწუხაროა. ხშირად გვესმის თავდასხმები ქართველ ხალხზე, მის უფლებაზე, რომ აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. ვხედავდით პირდაპირ ბრიუსელის ჩარევას, იმისთვის, რომ საქართველოში გარედან შეეცვალათ ხელისუფლება. როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩი საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში, ისე 4 ოქტომბრის გადატრიალების მხარდაჭერაში, როდესაც წინასწარვე ცნობილი იყო, რომ ნეპალი უნდა მოეწყოთ საქართველოში. ამ ნეპალის მოწყობას მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრესსპიკერმა. დღემდე ბოდიში არ მოუხდია არცერთ ევროკავშირელს ქართველი ხალხისთვის იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ნეპალის სცენარის ორგანიზატორებს გამოუცხადა პრინციპში, ევროკომისიამ ევროკომისიის პრესსპიკერის პირით.

რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას. უსამართლობაზე აღარ ვიტყვი ამ კონტექსტში, საქართველოს და მოლდოვა-უკრაინის შედარებისას. ეს უბრალოდ ქართველ ხალხს დაგვცინიან. ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, როდესაც საუბრობენ, თითქოს უკრაინა და მოლდოვა რაიმე ობიექტურ ჭრილში, წინ არიან საქართველოზე. რა თქმა უნდა, წინ არიან ისინი ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში. ჩვენ ვერ ვჯობნით. ეხუტებიან იმიტომ, რომ ასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც არარჩეული ბიუროკრატები აძლევენ. ამაში ვერ ვჯობნით. თუმცა ვჯობნით სხვა ყველა პარამეტრში. ვჯობნით ეკონომიკური განვითარებით, დემოკრატიული ინსტიტუტებით.    თქვა შალვა პაპუაშვილმა

 

 

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...