იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კაცმა პარიკების მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრია და ფული და კომპიუტერი მოიპარა. მან ასევე სცადა პატარა საიუველირო მაღაზიაში შეჭრა, საიდანაც 100 ევრო წაიღო და სცადა 2 ბარში შეჭრილიყო.