მთავარისიახლეებისაზოგადოებაციხეში ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები- მამა ილია

ციხეში ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები- მამა ილია

Published on

“ციხეში ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები. დღეს ყველაზე ახლოს მათთან არის ქრისტე” – ამის შესახებ მამა ილია თოლორაიამ გლდანის ციხესთან განაცხადა, სადაც სინდისის ოატიმრებს, რეზო კიკნაძეს და ირაკლი ქერაშვილს დაბადების დღეს ულოცავენ.

საულიერო პირის თქმით, როგორც ჩვენი წინაპრები აშენებდნენ დიდ გალავნებს მტრისგან დასაცავად, ასე ააშენეს სინდისის პატიმრებმა დიდი გალავანი – “ამ დიდი გალავნით იცავენ ჩვენს საქართველოს”

მივულოცავ ქრისტეს შობას ჩვენს სინდისის პატიმრებს, ჩვენს ქალ პატიმრებს, მზიას, ელენეს, ასევე პოლიტპატიმრებს, მივულოცავ დაბადების დღეს რეზოს და ირაკლის. ვეტყოდი მათ, რომ როგორც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, როცა მტერი შემოგვესეოდა და დიდ გალავნებს აშენებდნენ მტრისგან დასაცავად, ასე ჩვენმა დიდმა პატიმრებმა ააშენეს ის დიდი გალავანი და იმ დიდი გალავნით იცავენ ჩვენს საქართველოს და მე დარწმუნებული ვარ, მალე გამოვლენ თავისუფლებაზე და ჩვენ გავიმარჯვებთ. ქრისტე როდესაც დაიბადა, არ ეხარე არც მაშინდელ ხელისუფალს, ჰეროდეს, ასევე არც ქრისტეს მებრძოლ მღვდლებს, ეხარა მწყემსებს და ეხარა მოგვებს, იმ ხალს ვინც ქრისტეს ეძებდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ციხეში ქრისტეს სიხარულს და ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები. დღეს ყველაზე ახლოს მათთან არის ქრისტე”, – თქვა მამა ილია თოლორაიამ.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...