მთავარისიახლეებიკუბა ამტკიცებს, რომ ვენესუელაში აშშ-ს ოპერაციას 32 კუბელი ოფიცერი ემსხვერპლა

კუბა ამტკიცებს, რომ ვენესუელაში აშშ-ს ოპერაციას 32 კუბელი ოფიცერი ემსხვერპლა

Published on

კუბის მთავრობა ირწმუნება, რომ 3 იანვარს აშშ-ს მიერ ვენესუელაში ჩატარებულ ოპერაციას 32 კუბელი ოფიცრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოფიციალური განცხადება რამდე წუთის წინ გავრცელდა.

კუბის მთავრობის მტკიცებით, კუბელი სამხედრო და პოლიციის ოფიცრები ვენესუელაში მისიით ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით იმყოფებოდნენ, თუმცა გაურკვეველია თუ რა მისიას ასრულებდნენ კუბელი სამხედროები კარაკასში.

“უსაფრთხოებისა და დაცვის საკუთარი მოვალეობისადმი ერთგულებით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა შეასრულეს ვალდებულება ღირსებითა და გმირობით და დაეცნენ მედგარ წინააღმდეგობაში თავდამსხმელებთან პირდაპირ ბრძოლასა თუ ობიექტების დაბომბვის შედეგად.” – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...