მთავარისიახლეებიხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

Published on

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს. “ფორმულას” ინფორმაციით, ერთი დაჭრილი გიორგი ქორთუაა, მეორე კი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ჭკადუა. ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა დაკავებულია 1 პირი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მომხდარი წარსულ დაპირისპირებას უკავშირდება.
“იარაღი ქორთუასია. რეგისტრირებული იარაღია და რეალურად ესენი იქით დაესხნენ თავს ჭკადუას და ფაქტიურად განაიარაღა იმან და თავი დაიცვა. მობილურები გამოძიებამ მოიპარა, ბრალდებულის მობილური დანაშაულებრივადაა ამოღებული და მალავენ. მობილურში არის ხმოვნები, სადაც ემუქრებიან მკვლელობით ბრალდებულს, რომ სადაც ნახავენ ლიკვიდაცია მოხდება ამის. ეს ტელეფონი გამოძიებამ დამალა ჩხრეკის დროს ამოიღო იმიტომ, რომ არ აწყობს ახლა…ქორთუა ურეკავს წინასწარ, რომ გამოდი ძმაო შენი ნახვა მინდა და რაღაცები, ხელიდან წაართვა, ხელით ჭიდაობაში იყვნენ, მან თოფის გასროლა მოახდინა, კლავდნენ აბა რა ექნა ”  ამბობს ადვოკატი

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...