მთავარისიახლეებიგახარიას პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

გახარიას პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

Published on

“გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ლილუიაშვილი ამბობს, რომ საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში გეგმავს:

საჯარო პოლიტიკასა და პოლიტიკურ საქმიანობაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ახალი წლის დადგომასთან ერთად, უკვე საჯაროდაც ვხურავ ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში ვგეგმავ.

მადლიერი ვარ იმ უდიდესი გამოცდილებისთვის, პასუხისმგებლობისა და ნდობისთვის, რაც საქართველოს საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში საქმიანობას ახლდა თან.

განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა ან/და მხარდაჭერა მაგრძნობინა! ამ წლებმა მასწავლა იმაზე მეტი, ვიდრე წარმომედგინა – ქვეყანაზე, ხალხსა და საკუთარ თავზე.

ჩემი პროფესიული ფოკუსი უკვე კერძო სექტორზეა: ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, ფინანსები და ეკონომიკა! მჯერა, რომ გრძელვადიანი და მდგრადი ცვლილებები ასევე მოდის ძლიერი კომპანიების მშენებლობით და იმ სექტორების ხელშეწყობით, რომლებსაც ეკონომიკური განვითარება მოაქვთ.
ეს არ ნიშნავს საჯარო ინტერესებზე უარის თქმას – ეს ღირებულება კვლავ რჩება ჩემი საქმიანობის ქვაკუთხედად, ყოველთვის და ყველგან ვიბრძოლებ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებისთვის.

მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ამ გზაზე მოვდიოდი.
წინ ახალი ეტაპია!”- წერს ლილუაშვილი.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...