მთავარისიახლეებიმადურო მის მეუღლესთან ერთად დავაკავეთ და ქვეყნიდან გამოვიყვანეთ - ტრამპი

მადურო მის მეუღლესთან ერთად დავაკავეთ და ქვეყნიდან გამოვიყვანეთ – ტრამპი

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს.

“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით მიიტანა სრულმასშტაბიანი იერიში ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც მის მეუღლესთან ერთად დავაკავეთ და ქვეყნიდან გამოვიყვანეთ.

ოპერაცია ჩატარდა ჩატარდა აშშ-ის სამართალდამცავი ძალებთან ერთად.

თვალი ადევნეთ დეტალებისთვის

[ამერიკის დროით] 11 საათზე, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში პრესკონფერენცია გაიმართება.

მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი”. – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truthsocial-ზე.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომელთა მიხედვითაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე ვერტმფრენებით საჰაერო იერიშები მიიტანა.

X-ზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, თუ როგორ მიმდინარეობდა აშშ-ს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ვენესუელის დედაქალაქში.

სიახლეები

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...