მთავარისიახლეებისაზოგადოებაუამინდობის გამო, იმერეთისა და სამეგრელოს სოფლების უმეტესობას დენი შეფერხებით მიეწოდება

უამინდობის გამო, იმერეთისა და სამეგრელოს სოფლების უმეტესობას დენი შეფერხებით მიეწოდება

Published on

“უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობრად გამოიყვანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროენერგიის ქსელი”, – წერს “ენერგო-პრო ჯორჯია” გავრცელებულ განცხადებაში:
“მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება ჭირს, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ბრიგადები, მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ
ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას. უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში.
დაზიანების ადგილებზე რჩებიან სხვა რეგიონებიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ბრიგადები. ისინი ადგილობრივ ენერგეტიკოსებს ეხმარებიან აღდგენით სამუშაოებში
აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება”, – ნათქვამია განცხადებაში. 

სიახლეები

3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში...

კაცს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა – ტრაგედია მარნეულში, გზის გაყვანის დროს

კაცს მარნეულში მძიმე ტექნიკით გზა გაჰყავდა, რა დროსაც მოქალაქეს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა...

“ჩქაროსნული” მატარებლებით მგზავრობის ეპიზოდები, რომელთა დატოვებასაც 2025-ში ისურვებდით

როცა ვაგონები გრაგანებენ გამალებით, მიქრიან და იცი, სად მიჰყავხარ მატარებლის ლიანდაგს, უკვე ძალიან კარგი...

გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: საერთაშორისო მნიშვნელობის...