როცა ვაგონები გრაგანებენ გამალებით, მიქრიან და იცი, სად მიჰყავხარ მატარებლის ლიანდაგს, უკვე ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ კი იცი, სად მიჰყავხარ მატარებლის ლიანდაგს, მაგრამ სიმღერის ხასიათზე ვერ ხარ, რადგან ამ ყველაფერს ერთი მთავარი დეტალი – მოძრავი მატარებელი აკლია. შენი მატარებელი კი დგას.
და თუ საქართველოში დაიბადე და შენი დალიანდაგებული მგზავრობა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტზეა დამოკიდებული, გამოდის, ხშირად ვერ ხარ ღიღინის ხასიათზე და, შენი მატარებლის ვაგონი კი არ მიქრის, არამედ დგას. მიზეზებს რა დალევს:
ლოკომოტივი სიცივეში გადახურდა, სრული გადატვირთვაა საჭირო;
მოთოვა და რკინიგზა ამას არ ელოდა დეკემბერში, არ იყო მზად;
ძაბვის ვარდნა, წნევის ვარდნა ქსელში, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, “სხვა შემადგენლობას ველოდებით, უნდა გადავსხდეთ”…
და ამ დროს თუკი შენი შვილისთვის პირველი კლასის VIP ბილეთი გაქვს ხელის კანკალით აღებული, შენს მერე რიგში მდგარი მეზობლისთვის გულის გასახეთქად, უნდა იცოდე, რომ ახლა, სადღაც წიფის გვირაბთან გაჩერებულ მატარებელში, მესამე კლასის მგზავრი და VIP განყოფილების მგზავრი, ფაქტობრივად ერთნაირად გამოიყურებიან: ორივეს ცივა და ორივეს შია, ორივეს გაურკვევლობის ჟამი უდგას.
მაგფალითები? კი, ბატონო. ავიღოთ 29 დეკემბრის ორი ჩქაროსნული მატარებელი და ვნახოთ, რა ხდებოდა:
