მთავარისიახლეებიელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

Published on

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით.

სემეკის თავჯდომარემ, დავით ნარმანიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ტარიფების გაზრდის პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით თხოვნით ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა მიმართეს.

“ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერმინისტრთან.

ვინაიდან, არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები, ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, დავადგინოთ დროებითი ტარიფები. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული დადგენილი ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა. ხდება არსებული ტარიფის შენარჩუნება. რაც შეეხება კონსულტაციებს პრემიერმინისტრთან, ბუნებრივია, ეს გვქონდა იმიტომ, რომ მთავრობის პრეროგატივაა მთელი რიგი საკითხები ელექტროენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, ეს არის ბალანსებთან დაკავშირებული საკითხები, გენერაციების პროგნოზირება, ჰიდროსადგურების დერეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც კომისიის გადაწყვეტილებებია დაფუძნებული, აქედან გამომდინარე ეს ბუნებრივი პროცესი.” – თქვა ნარმანიამ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, დავით ნარმანიამ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა დაანონსა.

სიახლეები

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...