გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.
შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
სააგენტოს განცხადებით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ასევე მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).