როსტო ზარანდია, რომელმაც ანაკლიაში “მეგობარი აქტის” 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახა, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა.
ზუგდიდის მერიამ ოქმი აქტივისტს დღეს გადასცა, სადაც წერია, რომ “აღნიშნულმა პირმა სოფ. დიდინეძში მიწათსარგებლობის უფლების გარეშე ისარგებლა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთით”.
ამასთანავე, როსტო ზარანდიას გარემოს დაცვის ზედამხესველობის სამსახურიც უჩივის, მას ნაყოფიერი მიწის ზედაპირის დაზიანებას ედავებიან. სასამართლო პროცესი ხვალ, 26 დეკემბერს 14:00 საათზეა ჩანიშნული.