მთავარისიახლეებიამოღებულია 153 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ - დაკავებულია ერთი პირი

ამოღებულია 153 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ – დაკავებულია ერთი პირი

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ბ. კ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყებსი ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ დაფასოებული 153 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა

როსტო ზარანდია, რომელმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახა, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა. ზუგდიდის...

ზელენსკი-უკრაინა არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, ეს გადაწყვეტილება წევრების მისაღებია

პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, რომელიც ომის დასრულების გეგმის...

ომბუდსმენი 2025 წელს “ოცნების” მიერ მიღებულ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

წარვადგენთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მთელი რიგი მუხლები, რომლებიც ბოლო წელს იქნა მიღებული პარლამენტის მიერ...