მთავარისიახლეებიზელენსკი- აშშ ომის დასრულების შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად

ზელენსკი- აშშ ომის დასრულების შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად

Published on

უკრაინა გრძნობს, რომ შეერთებული შტატები ომის დასრულებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკეთა. მისი თქმით, ომში მყოფი ქვეყანა მშვიდობის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.

ზელენსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის წარმატებისთვის გადამწყვეტია, რუსეთმა პროცესის ჩაშლა ვერ შეძლოს. მისი განცხადებით, ამისათვის აუცილებელია ზეწოლის გაძლიერება რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინი.

უკრაინა არასოდეს ყოფილა და არც მომავალში იქნება მშვიდობის დამაბრკოლებელი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დოკუმენტები რეალურად განხორციელდეს და პრაქტიკული იყოს. მთავარია, რომ რუსეთმა ეს დიპლომატია არ ჩაშალოს და ომის დასრულებას 100%-იანი სერიოზულობით მოეკიდოს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ რუსეთზე დამატებითი ზეწოლა უნდა განხორციელდეს. მსოფლიოს ხელთ აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა ეს ზეწოლა ეფექტიანი გახდეს და მშვიდობა დამყარდეს.

ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ შეერთებულ შტატებთან და ველით თანამშრომლობის გაგრძელებას. ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო შეთანხმების მიღწევა და ჩვენი მხრიდან სრული თანამშრომლობა არსებობს,“ – ხაზგასმით აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სიახლეები

რა მოხდა ზედა ეწერში – სასტიკი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა და განხილვა....

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ეისკის ავიაბაზაზე რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა. ეს თვითმფრინავი...

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ყველა კეთილი ნების ადამიანს...

რომეო მიქაუტაძე მოწმეთა ბაზაშია დასახელებული – ლილუაშვილის ადვოკატი

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის თქმით, საქმის მოწმეთა ბაზაში ეკონომიკის მინისტრის...