მთავარისიახლეებითამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

Published on

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ახალგორელი აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში 24 დეკემბერს გაიმართა, რის გამოც სხდომაზე არ დაუშვეს არც მისი ოჯახის წევრები და არც ახლობლები.

დაკავების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ბრალდება დააზუსტა და განაცხადა, რომ მეარაყიშვილი ეჭვმიტანილია საქართველოს სპეცსამსახურებთან დაკავშირებული უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში.

ე.წ. КГБ-ის მტკიცებით, აქტივისტს მედია პლატფორმები იყენებდნენ „პროპაგანდისტული მიზნებისთვის“, რომლებიც მიმართული იყო საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების მხარდაჭერისკენ.

“ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმის ფარგლებში ტარდება აუცილებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ეჭვმიტანილის შესაძლო თანამზრახველები და კავშირები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – წერს სააგენტო “რეს” КГБ-ზე დაყრდნობით.

ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. დე ფაქტო რეჟიმი მას „ჯაშუშობას“ ედავება, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებამდე ერთი დღით ადრე მეარაყიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობდა უფლებების სისტემურ შეზღუდვებზე და დე ფაქტო ხელისუფლების შიდა პრობლემებზე. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი პროტესტის ნიშნად საკვების მიღებაზე უარს აცხადებს.

მეარაყიშვილი წარსულშიც არაერთხელ ყოფილა დაკავებული, თუმცა წინა ბრალდებები 2023 წელს მტკიცებულებების არარსებობის გამო მოიხსნა.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...