მთავარისიახლეებიმსოფლიოთუ პუტინი შეთანხმებაზე ისევ უარს იტყვის, აშშ-მა კიევს Tomahawk-ები უნდა მიაწოდოს -...

თუ პუტინი შეთანხმებაზე ისევ უარს იტყვის, აშშ-მა კიევს Tomahawk-ები უნდა მიაწოდოს – სენატორი გრემი

Published on

აშშ-ს გავლენიანმა სენატორმა ლინდსი გრემმა 21 დეკემბერს თქვა, რომ ამერიკამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს რუსეთზე წნეხი, მათ შორის, უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებითაც, თუ ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების გზით ომის დასამთავრებლად შეთანხმების მიღწევაზე უარს იტყვის. 

“თუ ის [პუტინი] ამჯერად უარს იტყვის, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს: ხელს მოაწერს ჩემს კანონპროექტს, რომელსაც 85 თანასპონსორი ჰყავს და ტარიფებს დააწესებს ჩინეთის მსგავს ქვეყნებზე, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ; რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადებს 20 000 უკრაინელი ბავშვის გატაცებისთვის და, ყველაზე მნიშვნელოვნად, დააკავებს გემებს, რომლებსაც სანქცირებული რუსული ნავთობი გადააქვთ, როგორც ამას ვენესუელის შემთხვევაში ვაკეთებთ.” – თქვა გრემმა. 

რესპუბლიკელმა სენატორმა ასევე დაამატა, რომ “თუ პუტინი უარს იტყვის, თამაში დრამატულად უნდა შევცვალოთ, მათ შორის, უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემითაც, რათა რუსეთში არსებულ დრონებისა და რაკეტების ობიექტებს დაარტყან.”

გრემის თქმით, მას ესმის, რომ “უკრაინიდან ყველა რუსის გაყრა ვერ მოხდება”, თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ სურს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მესამეჯერ თავდასხმას აღკვეთს, ხოლი უკრაინაში ევროპელი სამხედროების განლაგებას უზრუნველყოფს.

“მინდა, რომ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინას ჩვენც მივცეთ, რათა მესამეჯერ თავდასხმა აღარ მოხდეს.” – დაამატა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ “პუტინი დონბასის ძალით აღებას გააგრძელებს, სანამ ჩვენ წნეხს არ გავზრდით.” 

სიახლეები

მოსკოვში ააფეთქეს რუსი გენერალი, რომელიც 2008 წლის ომში მონაწილეობდა

მოსკოვში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი ფარილ სარვაროვი....

თბილისში კორპუსის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

თბილისში, დიდ დიღომში, კორპუსის მშენებლობის დროს, მუშა დაიღუპა.  არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის მიზეზი დენის...

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა

პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს. არსებული...

ფლორიდაში შეხვედრა დასრულდა, დელეგაციები სამშობლოში ბრუნდებიან

უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა და უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა და...