მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს ყველა იმ პირს, ვინც 28 წლის მასწავლების მკვლელობა დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა.
ეს მოთხოვნა რამდენიმე წუთის წინ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე გაჟღერდა.
მე ვთქვი რამდენჯერმე და ვიმეორებ კიდევ ერთხელ, არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის უბრალო. მაგრამ ვციტირებ პროკურორის სიტყვეს: “უბრალო საქმე იყო, რომ არ გეყვირათო”. მაგრამ რადგან ასე მოიხსენია, დიახ, გიგა ავალიანის სიცოცხლე არ ყოფილა უბრალო და მე ამას ასე არ დავასრულებ, – ამბობს მოკლულის დედა.
დღეს მასწავლებლის ოჯახის წევრებს პროკურორთან შეხვედრა სურდათ, თუმცა საგამოძიებო უწყებამ მათ გარკვეული წინაპირობა წაუყენა და შეხვედრაზე მობილური ტელეფონის შეტანა აუკრძალა, რასაც ავალიანების გაღიზიანება მოჰყვა. საბოლოოდ, ეს აუდიენცია არ შედგა.
აქციაზე დღეს პედაგოგის მოსწავლეები და სრულიად უცნობი ადამიანები იმყოფებოდნენ.
“ირინა ენუქიძის ტრაგედიაზე ვერაფერი ისწავლეს”- ამბობენ მოქალაქეები.