მთავარისიახლეებიმსოფლიო"არ არის ცხადი, ვინ ვის დაესხა თავს" - ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე

“არ არის ცხადი, ვინ ვის დაესხა თავს” – ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე

Published on

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ცხადი არ არის, ვინ ვის დაესხა თავს” და კიდევ ერთხელ გამოხატა წინააღმდეგობა უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით. 

ორბანის თქმით, მცდარია დასავლეთის ქვეყნებს შორის არსებული ის წარმოდგენა, რომ ამ ომში გამარჯვება ფულის დახარჯვის გარეშე შეიძლება და რომ, ომის ბოლოს, ხარჯი რუსეთის მიერ დაიფარება კომპენსაციის სახით. 

“ისინი მშვიდად საუზმობენ სახლში, ყავას სვამენ და ფიქრობენ, თუ რამდენადაა მორალურად გამართლებული, რომ პატარა ქვეყანას დაეხმარო, რომელსაც თავს დაესხნენ, თუმცა, ის არც ისე პატარაა და არც ის არის ცხადი, ვინ ვის დაესხა თავს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ახლა ვეხმარებით ქვეყანას, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და არაფერი გვიჯდება. მაგრამ საბოლოოდ, გადახდა მათ [დასავლეთის ქვეყნებს] მოუწევთ.” – ციტირებს ორბანს უნგრული მედია. 

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...