უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაცია სურს და 2027 წლისთვის გეგმებს აწყობს.
თავდაპირველი გეგმის თანახმად, რუსეთი მოქმედებისთვის მზად 2030 წელს უნდა ყოფილიყო. ახლა გეგმები შესწორებული და გადახედილია, რათა ვადები 2027 წლამდე ჩამოიწიოს.
მპერიის – და ისინი საკუთარ თავს იმპერიად თვლიან – ზრდისთვის, საჭიროა გადაადგილება, რათა გააფართოო გავლენა და ტერიტორია. ეს, სხვათა შორის, ბევრ კითხვას პასუხობს. ჩრდილოეთით მხოლოდ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა და მის იქით ამერიკა. ეს კარგი ვარიანტი არ არის, რადგან ეს მტკივნეული იქნებოდა. აღმოსავლეთით არის წყნარი ოკეანე და ისევ ამერიკა. პასუხი იგივეა. სამხრეთით არის ჩინეთი, რაც კატასტროფული იქნებოდა. ერთადერთი დარჩენილი ვარიანტი დასავლეთია, რომელიც, მათი აზრით, ბოდიში გამოთქმისთვის, „გაუმაძღარი“, „სუსტი“, „ავადმყოფური” და „მერყევია“, – აღნიშნა ბუდანოვმა.