მთავარისიახლეებისეს-ჰიგიენური ნორმების დარღვევისთვის ზუგდიდის აგრარული ბაზარი დავაჯარიმეთ

სეს-ჰიგიენური ნორმების დარღვევისთვის ზუგდიდის აგრარული ბაზარი დავაჯარიმეთ

Published on

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ზუგდიდის აგრარული ბაზარი 5 000 ლარით დააჯარიმა. სეს-ის ცნობით, მითითებების შეუსრულებლობის გამო, წელს ეს ბაზარი უკვე მეხუთედ დაჯარიმდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტომ, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზუგდიდში, რუსთაველის ქ.N 96-ში მდებარე აგრარული ბაზარი, შ.პ.ს. ზუგდიდის სუპერმარკეტი არაგეგმურად შეამოწმა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ყველისა და ხორცის სარეალიზაციო განყოფილებებში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო (ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია) ბიზნესოპერატორი განმეორებითობის პრინციპით 5 000 ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული ობიექტი სააგენტომ მითითებების შეუსრულებლობის გამო უკვე მეხუთედ დააჯარიმა”. – წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.

სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 1501.

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...