მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა - ხაბეიშვილი

ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა – ხაბეიშვილი

Published on

მე რომ გითხრათ, თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება თქვენი ხელფასი იქნება ორმაგი, ხუთმაგი ეს არის დანაშაული? – ამ სიტყვებით მიმართა სასამართლო დარბაზში ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლეს.

მან მოსამართლეს ჰკითხა, შეიძლება თუ არა პოლიტიკოსს მოსყიდვად ჩაეთვალოს სხვა საჯარო დაპირებაც, მაგალითაც პენსიონერებისთვის საპენსიო დავალიების განულების, პედაგოგებისთვის კი ხელფასების მომატების დაპირება.

დაკავებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა თქვა, რომ ციხეში ბევრ რამეზე ეფიქრება ადამიანს, მათ შორის, იმაზეც, ხომ არ დაუმატებენ კიდევ სხვა ბრალს, ან რამდენი წლით უპირებენ საბოლოოდ სამარტოო საკანში გამოკეტვას.

ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა – ამბობს ლევან ხაბეიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ ეს გზა თავად აირიჩია.

ოპოზიციონერის თქმით, ჰქონდა არჩევანი და შეძლო უზრუნველი ცხოვრებით და დიდი ხელფასით ეცხოვრა, თუმცა ეს არ გააკეთა.

მინდა ხალხმა და ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მამამისი კრიმინალი კი არ არის – პატრიოტია – თქვა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო დარბაზში.

მე წლების განმავლობაში ვეწევი პოლიტიკურ საქმიანობას და უამრავი საჯარო განცხადება მაქვს გაკეთებული, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების მამხილებელ განცხადებებს, მათ შორის კორუფციაში, ძალადობაში და ა.შ. დროტა განმავლობაში ესენი ხდებოდა, უი ეს მართალი ყოფილაო. სარგებელი რომ მდომოდა, ახლა აქ არ ვიქნებოდი. ამ გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი პარლამენტარი ვიქნებოდი. სარგებელის მიღება რომ მდომოდა, ახლა 16 ათასი ხელფასი მექნებოდა, პარლამენტშიც ვიქნებოდი და სხვადასხვა ფუფუნების საგნებზე უარს არ ვიტყოდი. მოვიწყობდი ცხოვრებას და ვიქნებოდი კარგად. ჩემი შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე ეს არ გავაკეთე.

შეიძლება მომისაჯოთ – 7, 9, 14. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობააა. დარჩით თქვენ თავთან მარტო და იფიქრეთ, როგორია 7 წელი გაატარო სამარტოო საკანში.

ათას სისაძაგლეზე გეფიქრება…. რომ გააღონ კარი და დაგიმატონ კიდევ რაღაც…წლების წინ გითქვამსო? – ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა… გრენდაიზერი კი არ ვარ, მე ვიცი, რომ ეს არის ტვირთი, რომელიც თავად ავიკიდე და ბოლომდე უნდა მივიყვანო… თავს უფლებას ვერ აძლევ, რომ გისჯიან შვიდ წელს გემუქრებიან, 7 წელი გაგიშვებ ციხეშიო… ეს ჩემი ტვირთია, თორემ როგორ შეიძლება ქრთამად ჩაითვალოს პოლიტიკოსის საჯარო დაპირება…

მე რომ გითხრათ [მოსამართლეს – რ.თ] თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება თქვენი ხელფასი იქნება ორმაგი, ხუთმაგი ეს არის დანაშაული? – აბსოლუტურად იდენტურია. თუ ეს დანაშაულია დამიმატეთ მუხლები… მე პენსიონრებს ვპირდებოდი, რომ მოპარულ ფულს დავუბრუნებდი… მე პედაგოგს დავპირებივარ, რომ მოემსახურეთ ბავშვებს, ქვეყანას და მიიღებთ უფრო მეტს, ვიდრე იღებთ…რა განსხვავებაა
მტკიცებულებები კი არა, სასაცილოა, ჩემი საჯარო გამოსვლებია…
ქრთამის შეთავაზება ვიცი მე ჩუმი…ესეც ჩემი ქონებაა[შლის ფურცელს], ირაკლი ნადირაძის ლექცია, ფულის ნაცვლად ასეთ რაღაცებს ვინახავ…

ამ რეჟიმის პირობებშიც კი, რომელიც მე რეჟიმად მიმაჩნია, დაზარალებული ვარ ორ საქმეში, ერთი – საკრებულოში დამლაგებლების ხელფასის მომატებას ვითხოვდი და დამესია ქოცბანდა და იქ დაზარალებულად ვარ ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მეც აღმიძრეს სახე…

ადამიანები, რომლებიც მე დამესხნენ თავს, სამივეს ამნისტირებაზე პირადად მოვაწერე ხელი, გულში კი არ ჩამიდია ბოღმა…
მეორეჯერად ვარ დაზარალებული, როცა იმ გდდ-ს თანამშრომლებმა, რომლებსაც ვპირდებოდი არ სცემოთ, აწამოთ, დაასახიჩროთ, მე მაწამეს, მე სამართალი ვერ ვიპოვე… მე უნდა ვიჯდე კარცერში და.. ის ხალხი დავასახელე მეორე დღესვე სახელით და გვარით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დალეწილმა და დანგრეულმა, ცალი თვალით ვერ ვიყურებოდი…. ის ხალხი თავისუფალია…

აქციაზე ადმინისტრაციულიც კი არ მაქვს, არათუ ნასამართლეობა… იმ გდდ-ს თანამშრომლებს რას ვეუბნებოდი? – არ მოიქცეთ უკანონოდ….თუ სადმე ნახავთ წინადადებათა წყობას – თქვენ არ შეასრულოთ თქვენი უფლებამოსილება და ამის გამო მე ჩემი ჯიბიდან გადაგიხდით, მე ვიტყვი, რომ ვაღიარებ დანაშაულს…

ერთი ბოტასი მაქვს აგერ და გამოსაცვლელი ტანისამოსი, სახლი მე არ მაქვს, ქოენაბ და ავტომობილს მე არ ვფლობ და ვინმეს რომ ვუთხრა ჩემი ჯიბიდან რამეს მოგცემ-თქო, სიცილით მოკვდება. პროკურომა რომ იცოდეს, მე მილიონერი ვარ, იტყოდა მისი ჯობიდან პირდებოდა 200 ათას დოლარსო. ჩემი სიმდიდრე არის ჩემი სიმართლე და ჩემი შვილები, რომელთაც ვზრდი კეთილსინდისიერად. მინდა ხალხმა და ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მამამისი კრიმინალი კი არ არის – პატრიოტია”.

ქრთამის შეთავაება მე ვიცი ჩუმი და არა ასე. ჯერ სამი გდდ-ს ჩვენება დევს საქმეში, რომლებიც ამბობენ, რომ ტელევიზით მოისმინეს ჩემი შეთავაზება და ამ სამი თანამშრომლის ჩვენებსი გამო თუ უნდა ვიჯდე მე კარცერში და ჩემი შვილები უმამოდ გაიზარდონ, ბოდიშ მაგრამ სად არის სამართალი?”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხელისუფლების დამხობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით პატიმრობაში მყოფი ოპოზიცონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა დღეს გრძელდება სასამართლოში. პოლიტიკოსი სუსმა 2025 წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ოფისთან დააკავა. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
ხაბეიშვილთან ერთად, 11 სექტემბერს, დააკავეს მურთაზ ზოდელავაც. ზოდელავას ხაბეიშვილის მობილურის გადამავლას ედავებიან, რომელიც მას დაკავებისას პოლიტიკოსმა მიაწოდა. ზოდელავას ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს გამოძიებისთვის ხელისშეშლის მუხლით და გირაო შეუფარდეს. მოგვიანებით, 4 ოქტომბერს, ზოდელავა „სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების“ ბრალდებით დააპატიმრეს.

სიახლეები

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირმა რუსეთის...

ტუსკი: ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ

დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის...

სეს-ჰიგიენური ნორმების დარღვევისთვის ზუგდიდის აგრარული ბაზარი დავაჯარიმეთ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ზუგდიდის აგრარული ბაზარი 5 000 ლარით დააჯარიმა....