ე.წ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარისა და გალის ყოფილი გამგებლის ვაჟა ზარანდიას სამაშველო-სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია, – ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდა.
სამუშაოების შეჩერების მიზეზად შტორმი სახელდება. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამუშაოები ზღვაზე შეჩერდა, თუმცა, ნაპირიდან მონიტორინგი გრძელდება.
ამ დრომდე სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო, ვერტმფრენი, ორი ნავი და ოთხი მყვინთავი, თუმცა, 8 დეკემბერს გაუჩინარებული ვაჟა ზარანდიას ცხედარი ვერ იპოვეს.