ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობების დაბრუნება ჰუმანური აქტია.
“ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია. ბუნებრივია, ეს ამნისტიაც ჰუმანური აქტი იყო. ასეთი ჯარიმები საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა, მართვის უფლების შეჩერება 30 000-ზე მეტ ადამიანს გაუუქმდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტია”. – თქვა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ქართული ოცნების ინიციატივით, ჩამორთმეული მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ იმ ადამიანებს, ვისაც მართვის მოწმობა მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე ალკოჰოლური თრობის საფუძვლით, მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის, ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ქულების ამოწურვისთვის ან წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.