მთავარისიახლეებისაბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

Published on

სალონიკში 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

ბერძნული მედიის ცნობით, 44 წლის ქართველმა ფეხსაცმლის თასმების გამოყენებით 34 წლის უკრაინელი პარტნიორის დახრჩობა სცადა. ქალმა საბრძოლო ხელოვნებაში მიღებული თავდაცვის ცოდნის გამოყენება შეძლო და გაქცევა მოახერხა.

ადგილობრივი მედია წესს, რომ ინციდენტს 14 წლის ბავშვიც შეესწრო, რომელმაც დედის დახმარება სცადა, თუმცა, დაკავებული მასაც ფიზიკურად გაუსწორდა.

დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მძიმე დანაშაულის, ოჯახში მკვლელობის მცდელობისა და ოჯახში სერიული ძალადობისთვის, რომელიც ამავდროულად, ჩადენილი იყო არასრულწლოვანის წინაშე.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...