მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრეს

ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრეს

Published on

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრეს.

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულია – წელს ეს ჯილდო მასთან ერთად ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც გადაეცემა.

ევროპარლამენტარ ნილს უშაკოვსის თქმით, მზია ამაღლობელი საქართველოში მიმდინარე რეპრესიების ერთ-ერთი სიმბოლოა.

“მზია ამაღლობელის საქმე სამართლიანად იქცა საქართველოში მიმდინარე რეპრესიების ერთ-ერთ სიმბოლოდ. ის არის თავდადებული და პატივსაცემი მედიაპროფესიონალი, დამოუკიდებელი ხმა, რომელიც ამხელს კორუფციას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მზია არის პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს საქართველოს 34-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში. სამწუხაროდ, ასე გარდაქმნა ქართულმა ოცნებამ ქვეყანა, რომელიც ერთ დროს აღმოსავლეთ ევროპაში სხვებისთვის სამაგალითო იყო”, – თქვა მან სესიაზე.

სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტარი რობერტ ბიედრონიც, რომელმაც თქვა, რომ მზია ამაღლობელი წარმოადგენს მძლავრ სიმბოლოს იმ რისკისა, რომლის წინაშეც დგანან თავისუფლების დამცველი ჟურნალიტები.

“გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელობით, მზია ამაღლობელმა დოკუმენტურად აღწერა დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და რეპრესიები, რომელთა წინაშეც საქართველოში პროევროპელი მომიტინგეები დადგნენ. მისი დაპატიმრებით და 2-წლიანი პატიმრობით ის გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი ქალი პოლიტპატიმარი, რითაც წარმოადგენს მძლავრ სიმბოლოს იმ რისკისა, რომლის წინაშეც დგანან თავისუფლების დამცველი ჟურნალიტები”, – თქვა მან.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...