მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრეს

ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრეს

Published on

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრეს.

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულია – წელს ეს ჯილდო მასთან ერთად ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც გადაეცემა.

ევროპარლამენტარ ნილს უშაკოვსის თქმით, მზია ამაღლობელი საქართველოში მიმდინარე რეპრესიების ერთ-ერთი სიმბოლოა.

“მზია ამაღლობელის საქმე სამართლიანად იქცა საქართველოში მიმდინარე რეპრესიების ერთ-ერთ სიმბოლოდ. ის არის თავდადებული და პატივსაცემი მედიაპროფესიონალი, დამოუკიდებელი ხმა, რომელიც ამხელს კორუფციას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მზია არის პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს საქართველოს 34-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში. სამწუხაროდ, ასე გარდაქმნა ქართულმა ოცნებამ ქვეყანა, რომელიც ერთ დროს აღმოსავლეთ ევროპაში სხვებისთვის სამაგალითო იყო”, – თქვა მან სესიაზე.

სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტარი რობერტ ბიედრონიც, რომელმაც თქვა, რომ მზია ამაღლობელი წარმოადგენს მძლავრ სიმბოლოს იმ რისკისა, რომლის წინაშეც დგანან თავისუფლების დამცველი ჟურნალიტები.

“გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელობით, მზია ამაღლობელმა დოკუმენტურად აღწერა დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და რეპრესიები, რომელთა წინაშეც საქართველოში პროევროპელი მომიტინგეები დადგნენ. მისი დაპატიმრებით და 2-წლიანი პატიმრობით ის გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი ქალი პოლიტპატიმარი, რითაც წარმოადგენს მძლავრ სიმბოლოს იმ რისკისა, რომლის წინაშეც დგანან თავისუფლების დამცველი ჟურნალიტები”, – თქვა მან.

სიახლეები

საკონსტიტუციოში წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პარტიების აკრძალვაზე-საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება...

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.ავტომობილი...

რუსეთმა ქართველ ქალ მოხალისეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა უკრაინის მხარეს მებრძოლ მორიგ ქართველ მოხალისეზე ძებნა გამოაცხადა. ამჯერად, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში...

2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასმა მოიმატა- საქსტატი

2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით...