მთავარისიახლეებისაქართველო უკან იხევს, ისე როგორც არც ერთი სხვა ქვეყანა... იმედია, "ოცნება" დაუბრუნდება...

საქართველო უკან იხევს, ისე როგორც არც ერთი სხვა ქვეყანა… იმედია, “ოცნება” დაუბრუნდება ევროპულ გეზს – მარტა კოსი

Published on

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო უკან იხევს, ისე როგორც არც ერთი სხვა ქვეყანა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ქვეყანას სურს წინ წაწევა ევროპულ გზაზე, მაშინ ივანიშვილის გუნდი განსხავავებულად უნდა მოიქცეს.

კოსი პირდაპირ ამბობს, რომ “ოცნება” არ ითვალისწინებს, თუ რა სურს მის ხალხს.

იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით “ოცნება” დაუბრუნდება ევროპულ გეზს – ამბობს ევროკომისარი.

ჩვენ ველოდებით, რომ თუ ქვეყანას სურს წინ წაწევა ევროპულ გზაზე, მაშინ ისინი განსხავავებულად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას. და ცხადია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია – არა მხოლოდ იმედის მიცემა ხალხისთვის, არამედ ასევე მთავრობისთვის იმის სათქმელად, რომ არ არის სწორი, როდესაც ისინი არ ითვალისწინებენ, რა სურს ხალხს. საქართველოზე საუბრისას მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს. თუმცა, ეს მათ ხელშია“,- განაცხადა მარტა კოსმა.

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...