მთავარისიახლეებიპროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

Published on

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც ხვალ, 16 დეკემბერს უნდა გამართულიყო, 12 თებერვლამდე გადაიდო.

ღარიბაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის თქმით, სხდომის გადადება ბრალდების მხარემ მოითხოვა. უფლებადამცველი ამბობს, რომ პროკურატურას დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად სჭირდება.

“გახანგრძლივდა ვადა 12 თებერვლამდე, გამოძიების ინიციატივით. პროკურატურამ მიმართა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი დროის გამოყოფა. მინდა გითხრათ, რომ საპროცესო ნორმით რეგულირდება ეს საკითხი და ამის უფლება ბრალდების მხარეს აქვს და სასამართლოს შეუძლია, გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს ასეთი შუამდგომლობა. […]

ბრალის წარდგენისთვის არსებული მტკიცებულებები საქმეში არსებობდა და ამის საფუძველზე პროკურატურის შუამდგომლობით წარედგინა ბრალდება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მაგრამ შემდგომი ეტაპი არის გამოძიება, როდესაც უნდა განაჩენი დადგეს, შესაბამისად, როგორც ჩანს, მიიჩნია პროკურატურამ, რომ დამატებითი დრო ესაჭიროებოდა კიდევ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, ჩვენ ვერ შევალთ ამ კომპეტენციაში, ეს არის ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის პრეროგატივა, ვნახოთ რა მტკიცებულებებს მოიპოვებენ და წარმოადგენენ და შესაბამისად, ამის შემდეგ გაგრძელდება სასამართლო განხილვების ეტაპი. […]

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ეთანხმება ბრალს, როგორც საზოგაოდებისთვის არის ცნობილი, ამიტომაც ჩვენ ამ ნაწილში ბრალდების მხარის – გააგრძელებს ვადას, დანიშნავს გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებას თუ სხვა რაიმე პროცესუალურ ღონისძიებას გამოიყენებს, არ შევდივართ სიღრმისეულად და ველოდებით, რა მტკიცებულებები დაიდება საბოლოოდ” – თქვა ღარიბაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა TV პირველთან.

24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გირაოს გარდა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესეს.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...