ჩვენი ხელისუფლებისგან არის გაცემული ბრძანება ჩემი განეიტრალების, რასაც საპატრიარქოს ჯგუფი აპირებს, რა თქმა უნდა, და დაბარებული ვარ ისევ სამშაბათს, 14:00 საათზე მათ მიერ. ბრალდება არის, რომ თითქოს მე ეპისკოპოსებს მივაყენე შეურაცხყოფა და კომისიის წევრებს მივაყენე შეურაცხყოფა და ცილი დავწამე. ამიტომ იმავე კომისიაში ვარ დაბარებული, რომელსაც, მათი თქმით, მე ცილი დავწამე და შეურაცხყოფა მივაყენე. კანონმდებლობის საეკლესიო, საერო, რომი იქნება ეს თუ ირანი ასეთი რამე არცერთ კანონში არ წერია, რომ ადამიანი დაიბარო იმ კომისიაზე, რომელი კომისიის მიმართ აქვს პრეტენზია. თუ მე ცილი დავწამე ამ კომისიას, რატომ უნდა დამიბაროს, პირიქით, ამ კომისიის წევრები ჩემთან ერთად უნდა დაიბაროს სინოდმა ან სინოდალურმა კომისიამ.
როგორც ადრეც ვთქვი, მოსაყდრე შიომ, ჯაღმაიძემ, ბოტკოველმა საქართველოში გააუქმეს სინოდი და არ არსებობს სამართალი. ეს უსამართლობა არის სჯულის კანონითაც, ასევე, არსებობს საქართველოს ეკლესიის მართვა-განგების დებულება, სადაც წერია, რომ დაინტერესებული პირი, მოდავე პირი არ უნდა იყოს კომისიის წევრი.
[…] მეუფე შიო, რომელიც არის მოსაყდრე, ვალდებულია, საქართველოში აღმოფხვრას მწვალებლობა. ის ამას არ აკეთებს, ამიტომ მე მას ვუწოდე მწვალებელი. ეს არ არის ცილისწამება. ეს არის იმის დასტური, რასაც ის აკეთებს. მან საქართველოს ეკლესია დააქცია. საერთოდ ყურადღებას არ აქცევს და პატრიარქის სიცოცხლეშივე უკვე პატრიარქობს.
თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.