მთავარისიახლეებისაზოგადოებაგალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა

გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა [video]

Published on

შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში  გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ვაჟა ზარანდიას ცხედარს ეძებენ, რომელიც 8 დეკემბერს ზღვაში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე არ ამოსულა. 

მისი ნივთები და ტანსაცმელი ნაპირზე იპოვეს. ვაჟა ზარანდია, სავარაუდოდ, ნასვამი იყო და ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ეს გახდა მისი დაღუპვის მიზეზი. 

რატომ შევიდა ვაჟა ზარანდია დეკემბერში ზღვაში საბანაოდ, გაურკვეველია. 

ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართული არიან ვოლონტერები რუსეთიდან, რომლებიც შესაბამისი აღჭურვილობით ჩავიდნენ სოხუმში და განაცხადეს, რომ სამძებრო საქმიანობას თავიანთი ხარჯებით განახორციელებენ. 

ზღვის აკვატორიის დათვალიერებაში ჩართული იყო ასევე აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენი – კადრები აფხაზურ მედიაში გავრცელდა. 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...