მთავარისიახლეებიშსს- მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დავაკავეთ

შსს- მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დავაკავეთ

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ბრალდებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ცნობით, ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ცვლის მეთაურმა – მ.ხ.-მ სოფელ ცეცხლაურში, ქარსაცავ ზოლში, უკანონოდ გაჩეხა და დაამზადა კრიპტომერიის ჯიშის ხე-მცენარე, რითაც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ფაქტზე 1977 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ცვლის მეთაურმა – მ.ხ.-მ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ცეცხლაურში, ქარსაცავ ზოლში, უკანონოდ გაჩეხა და დაამზადა კრიპტომერიის ჯიშის ხე-მცენარე, რითაც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

სამართალდამცველებმა, უკანონოდ გაჩეხილი მერქნიანი მცენარისგან დამზადებული მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ეგზარქოსი შიო ცდილობს, საპატრიარქო ტახტი რუსების დახმარებით მიიტაცოს – გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წერს, რომ საპატრიარქოში შეთქმულებაა და კვირის წირვის ჩატარებაზე მსოფლიო...

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...